ტოჩინოშინი ჰაკუჰოსთან დამარცხდა.
აკი ბაშოს მე-12-ე დღეს ოძეკი ტოჩინოშინმა უშანსოდ წააგო სუმოს ისტორიაში საუკეთესო, მონღოლ იოკოძუნა ჰაკუჰოსთან, რომელიც 12 დან 12 მოგებით ერთპიროვნულად უდგას სათავეში შემოდგომის სუპერტურნირს
აქამდე ტოჩინოშინი და ჰაკუჰო ერთმანეთს 26-ჯერ შეხვედრიან და ქართველმა ოძეკიმ მონღოლ დიდი ჩემპიონს მხოლოდ ერთხელ აჯობა.
ლევან გორგაძის ბალანსი 7:5-ზეა და ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად ტოჩინოშინს დარჩენილი 3 შერკინებიდან მინიმუმ 1-ის მოგება სჭირდება.
ჯურიოს დივიზიონში დასანანი მარცხი განიცადა გაგამარუმ. თეიმურაზ ჯუღელმა იაპონელ ტაკაგენჯისთან წააგო და 12 დღის შემდეგ მისი ბალანსი 6:6-ზეა.