იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული ბანძუკე (რეიტინგ-სია) გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც რიკიშები მარტის თვეში, ოსაკაში გასამართ ჰარუ ბაშოზე იასპარეზებენ.
ახალ ბანძუკეში სამი საფეხურით ქვემოთ დაიწია და დასავლეთის მეცხრე მაეგაშირას პოზიცია დაიკავა ტოჩინოშინმა. თუ ლევან გორგაძე ბაშოს დაწყებამდე ტრავმების მიხედვას და ფორმაში ჩადგომას შეძლებს, კარგი შანსი აქვს, ტურნირი დადებითი ბალანსით დაასრულოს, რადგან მას შედარებით დაბალ საფეხურზე მყოფ მებრძოლებთან მოუწევს დაპირისპირება.
მაკუშიტას დივიზიონში კი 35 საფხურით იქნა დაქვეითებული გაგამარუ, რომელიც მუხლების ტრავმის გამო ნაადრევად მოეხსნა წინა ბაშოს და ვერცერთი ბრძოლის მოგება ვერ შეძლო.
ახალ რეიტინგში გაგა ჯუღელს დასავლეთის 44-ე ნომრის პოზიცია უკავია მაკუშიტაში. სამწუხაროდ, ტრავმების მხრივ გაგას ისევ მძიმე მდგომარეობა აქვს და შესაძლოა, ვერც ოსაკას ტურნირზე შეძლოს გამოსვლა.