თინათინ ხიდაშელი - არ ვაპირებ ნაცისთვის ხმის მიცემას, ის დღე არ გათენდება, ნაცები მხსნელად ან იმედად დავინახო
თინათინ ხიდაშელი - არ ვაპირებ ნაცისთვის ხმის მიცემას, ის დღე არ გათენდება, ნაცები მხსნელად ან იმედად დავინახო

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხმის მიცემას არ აპირებს.

თინათინ ხიდაშელი Facebook-ზე გამოქვეყნებულ სტატუსში ასევე აღნიშნავს, რომ ორი წელია, „რესპუბლიკური პარტიის წევრი“ აღარ არის.

„ორი წელია არ ვარ რესპი! არ ვაპირებ ნაცისთვის ხმის მიცემას! ის დღე არ გათენდება, „ნაცები“ მხსნელად ან იმედად დავინახო! მგონი გასაგებია!“, – წერს თინათინ ხიდაშელი.

„რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს, რომ მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს უჭერენ მხარს.