თინათინ ბოკუჩავა - სააკაშვილი უკრაინისა და საქართველოს წარმატებული მომავლისთვის იბრძვის
თინათინ ბოკუჩავა - სააკაშვილი უკრაინისა და საქართველოს წარმატებული მომავლისთვის იბრძვის

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურად იდევნება.

როგორც ბოკუჩავა აცხადებს, სააკაშვილი ებრძვის კორუფციას, რისიც ოლიგარქებს ეშინიათ.

“საქართველოს ხელისუფლება კოორდინირებულად მოქმედებს პროკურატურით დაწყებული, ყველა სხვა თანამდებობის პირით დამთავრებული, ივაჭროს უკრაინის ხელისუფლებასთან და მიაღწიოს რაიმე მათთვის მისაღებ მოლაპარაკებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს პროცესი არის პოლიტიკური, მიხეილ სააკაშვილი იდევნება პოლიტიკურად. რა თქმა უნდა, არანაირი სამართლებრივი საფუძველი ამ დევნას არ გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ოლიგარქებს ეშინიათ ამ ადამიანის პოლიტიკურად, რომელიც იბრძვის კორუფციის წინააღმდეგ, იბრძვის უკრაინის და საქართველოს წარმატებული პოლიტიკური მომავლისთვის”- განაცხდა თინა ბოკუჩავამ.