თინათინ ბერძენიშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებელი ძალიან საინტერესო გადაცემას იწყებს, მასწავლებლების კითხვებს გადავიტანთ ჩვენი არხის სტუდიაში, ვფიქრობ, მაყურებელი კმაყოფილი დარჩება
თინათინ ბერძენიშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებელი ძალიან საინტერესო გადაცემას იწყებს, მასწავლებლების კითხვებს გადავიტანთ ჩვენი არხის სტუდიაში, ვფიქრობ, მაყურებელი კმაყოფილი დარჩება

საქართველოს პირველი არხის ახალი პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვიმრაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ფილოლოგი გია მურღულია და მედიის ბლოკის ხელმძღვანელი რუსუდან მანჯგალაძე რეგიონებში შეხვედრებს მართავენ.

როგორც საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა, მაუწყებელი ძალიან საინტერესო გადაცემას იწყებს.

„ფაქტობრივად, რეგიონებში შეხვედრებით გადაცემის ერთგვარი ანონსიც გამოგვდის. ქუთაისში დაგვხვდნენ პროფესიონალი პედაგოგები, ძალიან კრიტიკული აზროვნებით, ძალიან სწორი მიდგომით. ჩვენ, ჟურნალისტებს, მედიას ყოველთვის გვჭირდება აქტუალობა, რათა პროექტი მაყურებლისთვისაც საინტერესო იყოს. ვფიქრობ, აქ ვიპოვეთ ჩვენი რესპონდენტები. ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საინტერესო და საჭირბოროტო საკითხზე. მასწავლებლების კითხვებს გადავიტანთ ჩვენი არხის სტუდიაში. ვფიქრობ, მაყურებელი ძალიან კმაყოფილი დარჩება“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

საქართველოს პირველი არხი ახალ პროექტს იწყებს. „გადაწყვეტილება“ – ასე ერქმევა გადაცემას, რომელიც ოქტომბრიდან ყოველ ოთხშაბათს, 22:30 საათზე გავა ეთერში. გადაცემის წამყვანი გიორგი გვიმრაძე იქნება. აღნიშნული ფორმატით, პირველი არხი საზოგადოებას სთავაზობს ფართო დისკუსიას განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებზე.