თინათინ ბერძენიშვილი საერთაშორისო კონფერენციის, „AI საზოგადოებრივ მედიაში: გლობალური პერსპექტივა“ სპიკერია
საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი საერთაშორისო კონფერენციის, „AI საზოგადოებრივ მედიაში: გლობალური პერსპექტივა“ სპიკერია.
ექსკლუზიური კონფერენცია აერთიანებს ევროპის, აზიისა და აფრიკის საზოგადოებრივი მაუწყებლების ლიდერებს და გადაწყვეტილებების მიმღებებს, ხელოვნური ინტელექტისა და საზოგადოებრივი მედიის მომავლის ფორმირების შესახებ იდეების გასაცვლელად.
ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება, ენობრივი მოდელების ჩათვლით, ფუნდამენტურად ცვლის მედიაინდუსტრიის ლანდშაფტს, პროდუქციის შექმნის პროცესსა და აუდიტორიის ქცევას. კონფერენციაზე სპიკერებმა ისაუბრეს იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც საერთოა საზოგადოებრივი მაუწყებლებისთვის სტრატეგიული, ეთიკური, იურიდიული და ტექნიკური თვალსაზრისით.
„მედიაინდუსტრია განსაკუთრებული ყურადღებით უდგება ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების დანერგვას პრაქტიკაში, რამდენადაც აქტუალურია ამ მიმართულებით ეთიკური, სამართლებრივი საკითხები, საავტორო უფლებების და წყაროების იდენტიფიცირების თვალსაზრისით. საზოგადოებრივი მაუწყებლები ისწრაფვიან, შეიმუშაონ ერთობლივად ხედვა, თანამშრომლობით და მრავალფეროვანი გამოცდილების გაზიარებით“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
კონფერენცია, იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, „რაის“ და აზია-წყნარი ოკეანის მაუწყებელთა კავშირის ორგანიზებით, იტალიის ქალაქ ნეაპოლში გაიმართა.