თინათინ ბერძენიშვილი - პირველი არხი არის ყველასთვის და თითოეულისთვის, ნებისმიერ შესაძლებელ პლატფორმაზე, ჩვენ ვართ იქ, სადაც საქართველოა
ქვეყნის პირველი ტელევიზია დღეს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელია. როგორც ჩვენი კონცეფცია მოიაზრებს, პირველი არხი არის ყველასთვის და თითოეულისთვის, ნებისმიერ შესაძლებელ პლატფორმაზე, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა.
„დღეს საქართველოში პირველი სატელევიზიო მაუწყებლობიდან 65 წელი შესრულდა. თანამედროვე სამყაროში ალბათ ყველაზე კარგად ვხედავთ ტექნოლოგიისა და მედიის როლს, რამდენად მნიშვნელოვანია ის საზოგადოების განვითარებისთვის. საამაყოა, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორია პირველ მაუწყებლობას ჯერ კიდევ 1925 წლიდან ითვლის, როდესაც შექმნა საქართველოს რადიო, 1956 წელს კი უკვე სატელევიზიო სიგნალი გავიდა მთაწმინდის პლატოზე მდებარე თბილისის ტელეხედვის სტუდიიდან. მას შემდეგ იყო ბევრი ეტაპი, ქვეყნის პირველი ტელევიზია დღეს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელია. როგორც ჩვენი კონცეფცია მოიაზრებს, პირველი არხი არის ყველასთვის და თითოეულისთვის, ნებისმიერ შესაძლებელ პლატფორმაზე. ჩვენ ვართ იქ, სადაც საქართველოა“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
დღეს საქართველოში ტელემაუწყებლობის დაწყებიდან 65 წელი შესრულდა. საქართველოს ტელევიზიის პირველი გადაცემა 1956 წლის 30 დეკემბერს გავიდა ეთერში.