თინათინ ბერძენიშვილი - „ბიბისის“ ტრენერ ჯონათან სთოუნმენთან ერთად არჩევნების გაშუქების დოკუმენტს ვქმნით, რომელშიც პირველი არხის მუშაობის მთავარი პრინციპები იქნება გაწერილი
თინათინ ბერძენიშვილი - „ბიბისის“ ტრენერ ჯონათან სთოუნმენთან ერთად არჩევნების გაშუქების დოკუმენტს ვქმნით, რომელშიც პირველი არხის მუშაობის მთავარი პრინციპები იქნება გაწერილი

„ბიბისის“ ტრენერ ჯონათან სთოუნმენთან ერთად არჩევნების გაშუქების დოკუმენტს ვქმნით, რომელშიც პირველი არხის მუშაობის მთავარი პრინციპები იქნება გაწერილი, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა.

როგორც თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ექვსი უმთავრესი ღირებულება, რომელზეც დგას, სწორედ ეს არის ევროპული მოდელი.

„გარდა ამისა, ჯონათან სთოუნმენთან ერთად, რომელიც ჩვენთან ერთად იმუშავებს, შეიქმნება „ბიბისის“ მუშაობის სტანდარტის ქართული ვარიანტი და ეს არ იქნება ეფემერული დოკუმენტი, არამედ ჩვენი, ქართული წესები, როგორ ვაშუქებთ არჩევნებს და წინასაარჩევნო პერიოდს, რა სტანდარტებს ვიცავთ და რა წითელი ხაზებს არ ვკვეთთ. ეს იქნება იმ ძირეულ სტანდარტებზე დაფუძნებული, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკაში არსებობს, განსაკუთრებით „ბიბისის“ სტანდარტი, რადგან იგი, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის მისაბაძი მოდელია“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

საქართველოს პირველი არხი წინასაარჩევნოდ ჟურნალისტების გადამზადებას იწყებს. ტრენინგებს დისტანციურ რეჟიმში BBC-ის ტრენერი ჯონათან სთოუნმენი გაუძღვება.