საქართველოს პირველი არხი წინასაარჩევნოდ ჟურნალისტების გადამზადებას იწყებს
საქართველოს პირველი არხი წინასაარჩევნოდ ჟურნალისტების გადამზადებას იწყებს

საქართველოს პირველი არხი წინასაარჩევნოდ ჟურნალისტების გადამზადებას იწყებს. ტრენინგებს დისტანციურ რეჟიმში BBC-ის ტრენერი ჯონათან სთოუნმენი გაუძღვება.

ტრენინგი დაფუძნებული იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლობის ექვს ღირებულებაზე და მოიცავს ისეთ თემებს როგორიცაა: მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა, სიზუსტე, სამართლიანობა და ანგარიშვალდებულება.

ტრენინგი ონლაინრეჟიმში 1, 14, 15, 16, 17, 18 სექტემბერს გაიმართება და მასში საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტური კორპუსი მიიღებს მონაწილეობას.

ჯონათან სთოუნმენი 20 წლის განმავლობაში BBC-ის ახალ და მიმდინარე ამბების სამსახურში ჟურნალისტის, პროდიუსერის, რედაქტორისა და მკვლევარის პოზიციებს იკავებდა, საბოლოოდ კი BBC World Service-ის ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელი გახდა.

ამჟამად სთოუნმენი საკონსულტაციო კომპანიას Stonepeople Media მართავს.