თინა ბოკუჩავა - ვთქვით, რომ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგს, ეს თავისთავად გულისხმობს, რომ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას
თინა ბოკუჩავა - ვთქვით, რომ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგს, ეს თავისთავად გულისხმობს, რომ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას

ვთქვით, რომ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგს, ეს თავისთავად გულისხმობს, რომ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართელი ხალხის წინააღმდეგ, რომელმაც ევროპული მომავალი აირჩია, რუსული ტიპის სპეცოპერაცია ჩატარდა.

„გახსოვთ, ჩვენ ვიყავით პირველი, ვინც გავაკეთეთ განცხადება, რომ გუშინდელი ისტორიული არჩევნები მოიპარა ივანიშვილმა. ეს არის ქართველი ხალხის ნების ტოტალური უგულებელყოფა. ადგილი ჰქონდა, რეალურად, რუსული ტიპის სპეცოპერაციას ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელმაც აირჩია ევროპული მომავალი. ივანიშვილმა მიიტაცა ეს გამარჯვება. როდესაც ვთქვით, რომ არ ვაღიარებთ საარჩევნო შედეგს, ეს თავისთავად გულისხმობს, რომ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას. დარწმუნებული ვარ, აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებიც არ არსებობდა, როდესაც საუბარია ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობაზე“, – განაცხადა ბოკუჩავამ.