თინა ბოკუჩავა - ნატო არის რეალური მშვიდობის გარანტი საქართველოსთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, „ოცნება“ ცდილობს, პროპაგანდის გამოყენებით ქართული საზოგადოება დაარწმუნოს ყალბი მშვიდობის იდეაში
ნატო არის რეალური მშვიდობის გარანტი საქართველოსთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, „ოცნება“ ცდილობს, პროპაგანდის გამოყენებით ქართული საზოგადოება დაარწმუნოს ყალბი მშვიდობის იდეაში, რაც არ არსებობს ნატო-ს მშვიდობის გარანტიების გარეშე საქართველოსთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ კოპენჰაგენში განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, ნატო-ს წევრობა გახდება ნამდვილი მშვიდობის გარანტი.
„ჩვენ ძალიან აქტიურად უნდა ვიმუშაოთ, რომ თითოეულ მსგავს საერთაშორისო შეხვედრაზე საქართველოს საკითხის აქტუალიზება მოხდეს და, მათ შორის, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა არა მხოლოდ უკრაინის მიმართ გამოხატონ მხარდაჭერა და სურვილი, რომ დაჩქარებული წესით გახდეს უკრაინა ნატო-ს წევრი, არამედ საქართველოც დაჩქარებული გზით მიიწევდეს ნატო-ში სრულფასოვანი წევრობისთვის, რაც გახდება ნამდვილი მშვიდობის და არა იმ ყალბი მშვიდობის გარანტი, რომელზეც „რუსული ოცნება“ საუბრობს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.