თინა ბოკუჩავა - ზაზა პაპუაშვილი ნიკა მელიას მიეპარა და ზურგში ჩარტყმას ეცადა
ოპოზიციონერი დეპუტატის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ მის მიერ წახალისებული ძალადობა პარლამენტის სხდომათა დარბაზში გადაიტანა.
ბოკუჩავა საკანონმდებლო ორგანოში დღეს მომხდარ ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, ხელისუფლებას ლეგიტიმაციის კრიზისი აქვს მას შედეგ, რაც მისივე შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა 28 ნოემბრის არჩევნები მოიპარა.
„ძალადობა, რასაც მანამდე ხელისუფლება ახალისებდა, სხდომათა დარბაზში გადმოიტანეს. ეს იმ ლეგიტიმაციის კრიზისს ასახავს, რაც ხელისუფლებას აქვს, როცა პარლამენტის წევრი მეორე წევრს უკნიდან ეპარება, როგორც ეს ზაზა პაპუაშვილმა გააკეთა, რომელიც ნიკა მელიას მიეპარა და ზურგში ჩარტყმას ეცადა. ამას პარლამენტის თავმჯდომარე ტრიბუნიდან უყურებს და არ გააჩერა, რაც ადასტურებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დროს განხორციელებული ძალადობა პირდაპირ ხელისუფლების მიერ არის ორგანიზებული, მათ შორის, ირაკლი კობახიძის მიერ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
საქართველოს პარლამენტში დღეს ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.