თინა ბოკუჩავა - ახლა გადამწყვეტი მომენტია, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოუსმინოს არა გავრილოვს და პუტინს, არამედ საკუთარ ხალხს
თინა ბოკუჩავა - ახლა გადამწყვეტი მომენტია, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოუსმინოს არა გავრილოვს და პუტინს, არამედ საკუთარ ხალხს

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, სახალხო დამცველის მხრიდან იყო ძალიან მკაფიო განცხადებები, რომ პოლიტიკური ოპონენტების დევნით ბიძინა ივანიშვილი ჩვენს ქვეყანას ვერ გამოიყვანს იმ ძალიან ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან, რაშიც ჩვენი ქვეყანა შეიყვანა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება.

„გასაგებია, რომ ის შეშინებულია. გასაგები, რომ ის კრემლის და პუტინის მორჩილებაშია. მაგალითად, სერგეი გავრილოვმა პირდაპირ დააანონსა გუშინ, რომ საჭირო იყო იმ ოპოზიციონერი დეპუტატების დასჯა, ვინც პარლამენტში არ დაუშვა. ასე რომ, მესმის, ივანიშვილი ვალდებულად თვლის, რომ შეასრულოს გავრილოვის და პუტინის დავალება.

თუმცა ახლა გადამწყვეტი მომენტია, რომ მან მოუსმინოს არა გავრილოვს და პუტინს, არამედ საკუთარ ხალხს და თანამდებობიდან გადააყენოს ჯალათი გიორგი გახარია, ნაცვლად იმისა, რომ დაიწყოს ოპოზიციაზე დევნა“,- განაცხადა ბოკუჩავამ.