თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ უკრაინის მხარდასაჭერად „ნაციონალური მოძრაობა“ რეზოლუციის ალტერნატიული ვარიანტის დაყენებას არ აპირებს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ უკრაინის მხარდასაჭერად პარტია რეზოლუციის ალტერნატიული ვარიანტის დაყენებას არ აპირებს.
როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული რეზოლუციის ტექსტის რედაქტირება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ ასახოს საქართველოს ინტერესები და უკრაინისთვის ნამდვილად სოლიდარობის გამომხატველი იყოს.
„შემიძლია ერთმნიშვნელოვნად გითხრათ, რომ განვიხილეთ ალტერნატიული ტექსტის დაყენების საკითხი, თუმცა ამ ეტაპზე ამას არ ვაპირებთ, რადგან მივიჩნევთ, რომ ამ რეზოლუციის რედაქტირება უნდა მოხდეს იმგვარად, მან ასახოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები ერთი მხრივ და მეორე მხრივ, მართლაც სოლიდარობის გამომხატველი იყოს უკრაინისთვის. ის არაფრის მთქმელი ტექსტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შემოგვთავაზა, სადაც სიტყვა რუსეთის ხსენებაც კი არ არის, ვერც ერთ ამ მიზამს ვერ ემსახურება“, – განაცხადა ბოკუჩავამ.