თინა ბოკუჩავა - 26 ოქტომბერს საქართველოს თითოეული მოქალაქე წყვეტს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების, ჩვენი ევროპული განვითარების ბედს, ამიტომ, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია საზოგადოების ერთიანობა
ჩვენთვის დღეს მთავარია, რომ ყველანი ვიდგეთ აქ, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ დღევანდელ მარშზე განაცხადა.
როგორც მსვლელობისას ბოკუჩავამ აღნიშნა, საქართველოს ბედი წყდება 26 ოქტომბერს.
„26 ოქტომბერს საქართველოს თითოეული მოქალაქე წყვეტს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების, ჩვენი ევროპული განვითარების ბედს. ამიტომ, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია საზოგადოების ერთიანობა, ერთად დგომა, კონსოლიდაცია, რომ მოვიშოროთ ივანიშვილი და ჩვენი ქვეყანა დავაბრუნოთ ევროპული განვითარების გზაზე“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
„საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ – ამ სახელწოდებით სხვადასხვა ლოკაციიდან თავისუფლების მოედნამდე მარში იმართება.