Timesofisrael-ი - „ჰამასი“ ღაზის სექტორიდან ისრაელელ მძევლებს თუ არ გაათავისუფლებს, ისრაელის შეიარაღებული ძალები სახმელეთო ოპერაციებს განაახლებენ
Timesofisrael-ი - „ჰამასი“ ღაზის სექტორიდან ისრაელელ მძევლებს თუ არ გაათავისუფლებს, ისრაელის შეიარაღებული ძალები სახმელეთო ოპერაციებს განაახლებენ

იმ შემთხვევაში, თუ „ჰამასი“ ღაზის სექტორიდან ისრაელელ მძევლებს არ გაათავისუფლებს, ისრაელის შეიარაღებული ძალები სახმელეთო ოპერაციებს განაახლებენ. ამის შესახებ Timesofisrael-ი ისრაელელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

როგორც მედია იუწყება, ისრაელი ტყვეების გაცვლის გადადებაში „ჰამასს“ ადანაშაულებს, ხოლო „ჰამასი“ პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს და ზავის პირობების დარღვევაში სდებს ბრალს.

შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ტყვეების გაცვლის შესახებ შეთანხმება შედგა, რომლის თანახმადაც, ოთხი დღის განმავლობაში „ჰამასი“ 50 მძევალს 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ გაათავისუფლებდა.