„თიბისი ბანკში“ აცხადებენ, რომ საბარათე მომსახურებაზე ტექნიკური შეფერხება უახლოეს ხანში აღმოიფხვრება
„თიბისი ბანკში“ საბარათე მომსახურება შეფერხებით ხორციელდება.
პირველი არხი „თიბისი ბანკის“ საზოგადოების ურთიერთობის სამსახურის უფროსს, თამუნა კირვალიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ტექნიკური შეფერხება მართლაც არსებობს, შესაბამისი სამსახურები მის აღმოფხვრაზე მუშაობენ.
თამუნა კირვალიძე აცხადებს, რომ ტექნიკური შეფერხება უახლოეს ხანში იქნება აღმოფხვრილი.