„თიბისი ბანკში“ აცხადებენ, რომ საბარათე მომსახურებაზე ტექნიკური შეფერხება აღმოფხვრილია
„თიბისი ბანკში“ აცხადებენ, რომ საბარათე მომსახურებაზე ტექნიკური შეფერხება აღმოფხვრილია.
როგორც პირველ არხს თიბისი ბანკში განუცხადეს, ყველა ბანკომატი ამ დროისთვის ჩართულია და ინტერნეტ გადარიცხვებიც აღდგენილია.
მათივე ინფორმაციით, მცირეხნიანი შეფერხება საბარათე მომსახურებაზე ტექნიკურ შეფერხებას უკავშირდებოდა.