„თიბისი ბანკი“ პროკურატურის განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს
„თიბისი ბანკი“ პროკურატურის განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს

„თიბისი ბანკი“ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგსა და საქმის მასალებზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ გეგმავს, – ამის შესახებ პირველ არხს „თიბისი ბანკში“ განუცხადეს.

გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაკეთდა. უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილ გარემოებებზე ისაუბრეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ფაქტთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვა, ასევე დამატებითი დოკუმენტაციის მოპოვება და შესწავლა. მათისაქართველოს გენერალური პროკურატურა საზოგადოებას გამოძიების შესახებ ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის.