ტიბეტის საკითხის გამო, ჩინეთი აშშ-ის მოქალაქეებს სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს
ტიბეტის საკითხის გამო, ჩინეთი აშშ-ის მოქალაქეებს სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს

ტიბეტის საკითხის გამო, ჩინეთი აშშ-ის მოქალაქეებს სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავიზო შეზღუდვები შეეხებათ იმ პირებს, რომლებიც ტიბეტის გარშემო აღმაშფოთებლად იქცევიან. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ჩჟაო ლიცზიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტიბეტის საკითხებში პეკინი საგარეო ჩარევას არ დაუშვებს.

7 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ თქვა, რომ ტიბეტის ზონაში ჩინეთის მთავრობა ადამიანის უფლებებს არღვევს, რის გამოც ვაშინგტონი ჩინეთის მთავრობის ზოგიერთ წარმომადგენელზე სავიზო შეზღუდვებს გაავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ტიბეტის რეგიონში ჩინეთი აშშ-ის დიპლომატების, ჟურნალისტების და ტურისტების მოგზაურობას აფერხებს.