აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩინეთის მაღალჩინოსნებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩინეთის მაღალჩინოსნებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩინეთის მაღალჩინოსნებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს. როგორც მაიკ პომპეოს განცხადებაშია აღნიშნულია, სავიზო შეზღუდვები ეხება ჩინეთის მთავრობისა და კომუნისტური პარტიის იმ მაღაჩინოსნებს, რომლებსაც კავშირი აქვთ ტიბეტის რაიონებში უცხოელების დაშვების პოლიტიკის შემუშავებასა ან განხორციელებასთან.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი პეკინის მიერ ტიბეტის ავტონომიურ რეგიონში ამერიკელი დიპლომატებისა და სხვა მაღალჩინოსნების, ასევე ჟურნალისტებისა და ტურისტების შეშვების სისტემატური შეფერხება გახდა. როგორც პომპეოს განცხადებაშია ნათქვამი, აშშ ელოდება თავისი მოქალაქეების მიმართ ჩინეთის ხელისუფლებისგან სამართლიან, გამჭვირვალე და ნაცვალგების პრინციპზე დაფუძნებულ მიდგომას.

მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ გააგრძელებს ტიბეტელებისთვის ავტონომიის მხარდაჭერას, მათი უნიკალური რელიგიური, კულტურული და ლინგვისტური იდენტობის დაცვასა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემას.