The Washington Post-ისა და ABC-ის გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ბოლო 65 წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია
The Washington Post-ისა და ABC-ის ერთობლივი გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ბოლო 65 წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია.
ამერიკელების 59%-ს ამჟამინდელი პრეზიდენტის საქმიანობა არ მოსწონს. როგორც გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, ტრამპისადმი დადებითად განწყობილი რესპოდენტთა მხოლოდ 37%-ია. ბეჭდური გამოცემისა და ტელეკომპანიის მიერ ორგანიზებული კვლევის შედეგები 5 ნოემბერს გამოქვეყნდა.
ამ შინაარსის გამოკითხვა პირველად 1953 წელს ჩატარდა. არჩევიდან ერთი წლის თავზე კი, მსგავსი შედეგით, ტრამპმა მხარდაჭერის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი მიიღო.
კითხვაზე, მოსწონთ თუ არა საპრეზიდენტო პოსტზე ტრამპის მოღვაწეობა, რესპონდენტების ნახევარზე მეტმა უარყოფითი პასუხი გასცა.
ტრამპის წინამორბედებიდან შედარებით პოპულარული იყო ჯორჯ ბუშ უმცროსი, რომლის საქმიანობასაც გამოკითხულთა 89% უჭერდა მხარს. ნაკლები მოწონებით სარგებლობდა ბარაკ ობამა. მის მოღვაწეობას 40% ნეგატიურად აფასებდა. გამოკითხულთა 41% არ იწონებდა ბილ კლინტონის საქმიანობასაც. ამის მიუხედავად, მათი მომხრეების რაოდენობა მაინც ბევრად აღემატებოდა ტრამპის 37%-იან მაჩვენებელს.
გამოკითხვა 29 ოქტომბრიდან 1-ლი ნოემბრის პერიოდში ჩატარდა. მასში მონაწილეობა 1005-მა რესპონდენტმა მიიღო.