The Times - კიევში რუსეთის 400-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი მოქმედებს, რომლებსაც კრემლისგან ზელენსკისა და მისი მთავრობის წევრების მოკვლა აქვთ დავალებული
კიევში რუსეთის 400-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი მოქმედებს, რომლებსაც კრემლისგან პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი მთავრობის წევრების მოკვლა აქვთ დავალებული. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „თაიმსი“ ავრცელებს.
კერძოდ, როგორც ბრიტანული მედიასაშუალება აღნიშნავს, საუბარია კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის ჯგუფის“ მებრძოლებზე, რომლებიც ხუთი თვის წინ ჩავიდნენ აფრიკიდან სოლიდური ფინანსური ბონუსის სანაცვლოდ ზელენსკის მთავრობის მოკვლის მისიით. მათი ამოცანაა კიევის მოსკოვის კონტროლის ქვეშ გადასასვლელად ნიადაგის მომზადება.
გამოცემა „თაიმსის“ მტკიცებით, დაქირავებული მებრძოლების მისიის შესახებ ინფორმაცია უკრაინის მთავრობამ შაბათს დილით მიიღო, რის შემდეგაც კიევში 36-საათიანი მკაცრი კომენდანტის საათი გამოცხადდა, ქალაქის რუსი დივერსანტებისგან გაწმენდის მიზნით.