The Irish Times - ირლანდიაში თავშესაფარს ყველაზე ხშირად ქართველები ითხოვენ
The Irish Times - ირლანდიაში თავშესაფარს ყველაზე ხშირად ქართველები ითხოვენ

2018 წლის პირველ 11 თვეში ირლანდიაში თავშესაფარი საქართველოს 409 მოქალაქემ მოითხოვა. ამ მონაცემებით ირლანდიაში თავშესაფრის მაძიებელთა სიაში ქართველები პირველ ადგილზე აღმოჩნდნენ.

2017 წელს ამ ჩამონათვალში საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ სირიელები უსწრებდნენ.

როგორც The Irish Times-ი წერს, საქართველოს მოქალაქეები სულ უფრო ხშირად ჩადიან ირლანდიაში ტრანზიტული ფრენის მოტივით, შემდეგ კი, თავშესაფარს ითხოვენ.

ირლანდიური გამოცემა წერს, რომ საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა სამშობლო რუსეთთან კონფლიქტის გამო დატოვა, თუმცა ყველაზე ხშირად ქართველები სხვა ქვეყნებში საცხოვრებლად სიღარიბის, განათლების დაბალი დონისა და ჯანდაცვის სფეროში პრობლემების გამო მიდიან.

The Irish Times-ის ცნობით, 2017 წლის ივლისიდან საქართველოს მოქალაქეებს ირლანდიაში ჩასასვლელად ტრანზიტული ვიზები სჭირდებათ, თუმცა როგორც პუბლიკაციაში წერია, ამის მიუხედავად საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი არ შემცირებულა.