The Beatles-ის წევრს, რინგო სტარს რაინდის წოდება მიენიჭა, – ინფორმაციას ამის შესახებ The Telegraph-ი ავრცელებს.
მუსიკოსს რაინდის წოდება პრინცმა უილიამმა მიანიჭა.
რინგო სტარი The Beatles-ის წევრი 1962 წელს გახდა. ის დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავდა. მის ქონებას Forbes-ი დღეს 300 მილიონ გირვანქა სტერლინგად აფასებს. რინგო სტარი ლეგენდარული ჯგუფის მეორე წევრია, რომელმაც რაინდის წოდება მიიღო. 1997 წელს ეს ტიტული პოლ მაკარტნის მიანიჭეს.