The Telegraph - რინგო სტარი რაინდის წოდებას მიიღებს
The Telegraph - რინგო სტარი რაინდის წოდებას მიიღებს

რინგო სტარი რაინდის წოდებას მიიღებს. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს. ლეგენდარული The​Beatles-ის წევრისთვის აღნიშნული ტიტულის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ.

როგორც გამოცემა წერს, ამის შესახებ ინფორმაციას მომდევნო კვირას გაავრცელებენ. ცნობილია, რომ 77 წლის მუსიკოსმა ბუკინგჰემის სასახლეში მიწვევა მიიღო.

რინგო სტარი The Beatles-ის წევრი 1962 წელს გახდა. ის დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავდა. მის ქონებას Forbes-ი დღეს 300 მილიონ გირვანქა სტერლინგად აფასებს. რინგო სტარი ლეგენდარული ჯგუფის მეორე წევრი იქნება, რომელიც რაინდის წოდებას მიიღებს. 1997 წელს ეს ტიტული პოლ მაკარტნის მიანიჭეს.

დატოვე კომენტარი