თეთრიწყაროში ხანძრის კიდევ რამდენიმე მცირე კერა დაფიქსირდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ორ ადგილზე, სოფელ კლდეისის მიმდებარე ფერდობსა და ე.წ. ვაჟას გორაზე მიმდინარეობს.
სამუშაოებში ჩართული არიან 40 მეხანძრე-მაშველი, ადგილობრივი მოსახლეობა და ეროვნული სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახური. ასევე, ადგილზე იმყოფება ადგილობრივი ხელისუფლება.
ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის ხელმძღვანელის, მირიან ოქროპირიძის განმარტებით, ცეცხლის კერები 50 ჰექტრამდე ტერიტორიაზეა.
ხანძარი ლოკალიზებულია და ამჯერად, მისი სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საჭიროების შემთხვევაში კი, დამატებითი ძალების მობილიზება არ გამოირიცხება.