ქალაქ თეთრიწყაროში ოთხი ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამჯერად, რეაბილიტაცია უტარდება ბარნოვის, ბესიკის, ოძელაშვილის ქუჩებსა და ჭავჭავაძის ჩიხს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასფალტ-ბეტონის 1400 მეტრამდე საავტომობილო გზის მონაკვეთი. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქალაქ თეთრიწყაროში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 კილომეტრამდე საავტომობილო გზას.
სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და ივლისის ბოლოს უნდა დასრულდეს.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ ფინანსდება და მათი სახელშეკრულებო ღირებულება 490 000 ლარს შეადგენს.