თეთრიწყაროში მკვლელობა მოხდა
თეთრიწყაროში მკვლელობა მოხდა

თეთრიწყაროში მკვლელობა მოხდა. მოკლულია 87 წლის ქალი, რომელიც სახლში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა.

მომხდარის დეტალები ჯერ უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ქალს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ქმარმა მიაყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.