თეთრიწყაროში „კოვიდ-19“ კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა.
შემთხვევა ე.წ. ექთნის კლასტერს უკავშირდება და პაციენტი ერთ-ერთი ინფიცირებულის მეუღლეა.
ლუგარის ლაბორატორიის წარმომადგენლებმა გუშინ თეთრიწყაროდან სულ 170 სინჯი აიღეს. ამ ეტაპზე გამოკვლეულია 27 და ერთის გარდა, ყველა პასუხი უარყოფითია. დანარჩენის კვლევის პასუხები სავარაუდოდ დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.