თეთრიწყაროში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა

11:14, 29.04.2020

თეთრიწყაროში „კოვიდ-19“ კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა.

შემთხვევა ე.წ. ექთნის კლასტერს უკავშირდება და პაციენტი ერთ-ერთი ინფიცირებულის მეუღლეა.

ლუგარის ლაბორატორიის წარმომადგენლებმა გუშინ თეთრიწყაროდან სულ 170 სინჯი აიღეს. ამ ეტაპზე გამოკვლეულია 27 და ერთის გარდა, ყველა პასუხი უარყოფითია. დანარჩენის კვლევის პასუხები სავარაუდოდ დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

მსგავსი