თეთრიწყაროში ახალგაზრდა ქალს ეძებენ, რომელიც სახლიდან ორი დღის წინ გავიდა
თეთრიწყაროში 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს ეძებენ.
როგორც ადგილზე აცხადებენ, ახალგაზრდა სახლიდან საკუთარი ავტომობილით ორი დღის წინ გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ბაჩალიაშვილი თბილისის მკვიდრია. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ავტომობილი ბოლოს კამერებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.