თეთრიწყაროდან ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 21 საკვლევი მასალიდან ყველა პასუხი უარყოფითია.
მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 43 ადამიანს აქვს გამოვლენილი.
უკვე მერვე დღეა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ჩაკეტილია. შესასვლელებში სამი საკონტროლო გამშვები პუნქტი მოქმედებს, სადაც 24-საათიან რეჟიმში ძალოვანი უწყებები მუშაობენ.
საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 589 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 215 გამოჯანმრთელდა.