თეთრიწყაროში 21 საეჭვო პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

12:18, 03.05.2020

თეთრიწყაროდან ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 21 საკვლევი მასალიდან ყველა პასუხი უარყოფითია.

მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 43 ადამიანს აქვს გამოვლენილი.

უკვე მერვე დღეა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ჩაკეტილია. შესასვლელებში სამი საკონტროლო გამშვები პუნქტი მოქმედებს, სადაც 24-საათიან რეჟიმში ძალოვანი უწყებები მუშაობენ.

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 589 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 215 გამოჯანმრთელდა.

მსგავსი