თეთრიწყაროს რაიონული ცენტრი ჩაიკეტა, საავადმყოფოში კი კარანტინი გამოცხადდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 19 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 12 უშუალოდ თეთრიწყაროს რაიონული ცენტრიდანაა. აქედან გამომდინარე გადაწყდა, რომ თეთრიწყაროს რაიონული ცენტრი ჩაიკეტოს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ინფორმაცია დაუდასტურა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა.
ამ წუთებში ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტების განთავსება მიმდინარეობს. სულ თეთრიწყაროს რაიონულ ცენტრში ოთხი საკონტროლო-გამშვები პუნქტი განთავსდება.
კარანტინი გამოცხადდა თეთრიწყაროს საავადმყოფოში, რადგან დაინფიცირებული პირველი პაციენტი თეთრიწყაროს საავადმყოფოს ექთანია. სწორედ ექთნის კონტაქტებია 19 პირი.
ექთნის პირველი დაინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია.