თეთრი სახლი - საფრანგეთი ჩვენი უძველესი მოკავშირეა, ყოველთვის ვიმუშავებთ ნებისმიერ ლიდერთან, ვისაც ფრანგი ხალხი გადაწყვეტს, წარმომადგენლად აირჩიოს
თეთრი სახლი - საფრანგეთი ჩვენი უძველესი მოკავშირეა, ყოველთვის ვიმუშავებთ ნებისმიერ ლიდერთან, ვისაც ფრანგი ხალხი გადაწყვეტს, წარმომადგენლად აირჩიოს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმუშავებს საფრანგეთის დემოკრატიულად არჩეულ ნებისმიერ ლიდერთან, – ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს.

„საფრანგეთი ჩვენი უძველესი მოკავშირეა. ჩვენ ყოველთვის ვიმუშავებთ მასთან, ვისაც ფრანგი ხალხი გადაწყვეტს, აირჩიოს თავის წარმომადგენლებად“, – განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა. საფრანგეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 30 ივნისსა და 7 ივლისს ჩატარდება.