თეთრი სახლი - პრეზიდენტი ფოკუსირებული იქნება ამერიკელ ხალხზე, დონალდ ტრამპისთვის ბრალის წარდგენა არ არის ის, რაზეც ჯო ბაიდენი იქნება ფოკუსირებული
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპისთვის ბრალის წარდგენის შესახებ ინფორმაცია ბაიდენისთვის ცნობილი იქნება, მაგრამ ის ამაზე არ იქნება ფოკუსირებული.
„აშშ-ის პრეზიდენტი ფოკუსირებული იქნება ამერიკელ ხალხზე, როგორც ყოველდღე. დონალდ ტრამპისთვის ბრალის წარდგენა არ არის ის, რაზეც ის იქნება ფოკუსირებული. ის იქნება ფოკუსირებული იმის უზრუნველყოფაზე, რომ ამერიკელი ხალხისთვის ფასების დაწევა გააგრძელოს“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან პიერმა.
ჯო ბაიდენს ამ დრომდე არ გაუკეთებია კომენტარი დონალდ ტრამპისთვის ბრალის წარდგენის საკითხზე.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ იორკის სასამართლოში დაახლოებით ერთი საათის წინ მივიდა და ის ფორმალურად დაკავებულია.