თეთრი სახლი – პრეზიდენტი ფოკუსირებული იქნება ამერიკელ ხალხზე, დონალდ ტრამპისთვის ბრალის წარდგენა არ არის ის, რაზეც ჯო ბაიდენი იქნება ფოკუსირებული

22:25, 04.04.2023

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპისთვის ბრალის წარდგენის შესახებ ინფორმაცია ბაიდენისთვის ცნობილი იქნება, მაგრამ ის ამაზე არ იქნება ფოკუსირებული.

„აშშ-ის პრეზიდენტი ფოკუსირებული იქნება ამერიკელ ხალხზე, როგორც ყოველდღე. დონალდ ტრამპისთვის ბრალის წარდგენა არ არის ის, რაზეც ის იქნება ფოკუსირებული. ის იქნება ფოკუსირებული იმის უზრუნველყოფაზე, რომ ამერიკელი ხალხისთვის ფასების დაწევა გააგრძელოს“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან პიერმა.

ჯო ბაიდენს ამ დრომდე არ გაუკეთებია კომენტარი დონალდ ტრამპისთვის ბრალის წარდგენის საკითხზე.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ იორკის სასამართლოში დაახლოებით ერთი საათის წინ მივიდა და ის ფორმალურად დაკავებულია.

მსგავსი