თეთრი სახლი - ჯო ბაიდენმა სი ძინპინთან საუბარში აღწერა გართულებები და შედეგები, თუ ჩინეთი მატერიალურ დახმარებას გაუწევს რუსეთს
თეთრი სახლი - ჯო ბაიდენმა სი ძინპინთან საუბარში აღწერა გართულებები და შედეგები, თუ ჩინეთი მატერიალურ დახმარებას გაუწევს რუსეთს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.

თეთრი სახლის განცხადების მიხედვით, სატელეფონო საუბარი შეეხო რუსეთის არაპროვოცირებულ შეჭრას უკრაინაში, რომელშიც ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატებისა, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების შეხედულებებს ამ კრიზისის შესახებ.

„პრეზიდენტმა აღწერა გართულებები და შედეგები, თუ ჩინეთი მატერიალურ დახმარებას გაუწევს რუსეთს, რადგან ის ახორციელებს სასტიკ თავდასხმებს უკრაინის ქალაქებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტისთვის მის მხარდაჭერას.