თეთრი სახლი - ისრაელმა უნდა მიიღოს ყველა ზომა მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად
ისრაელის მიერ რაფაჰზე განხორციელებულ თავდასხმას თეთრი სახლი ეხმაურება. თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს სპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უდანაშაულო პალესტინელების დაღუპვა შემაძრწუნებელია.
„ისრაელს აქვს უფლება, რომ დაამარცხოს „ჰამასი“ და ჩვენ გვესმის, რომ ამ თავდასხმის შედეგად „ჰამასის“ ორი ტერორისტი დაიღუპა, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ისრაელელ მოქალაქეებზე თავდასხმაზე, მაგრამ როგორც ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, ისრაელმა უნდა მიიღოს ყველა ზომა მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად“, – წერია განცხადებაში.
ასევე, თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ აქტიურ კომუნიკაციაშია ისრაელის თავდაცვის ძალებთან, რათა შეაფასოს, რა მოხდა ადგილზე.