თეთრი სახლი ირანს მოუწოდებს, გაათავისუფლოს ჰორმუზის სრუტესთან დაკავებული პორტუგალიის დროშის ქვეშ მცურავი გემი
თეთრი სახლი ირანს მოუწოდებს, გაათავისუფლოს პორტუგალიის დროშის ქვეშ მცურავი გემი.
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ედრიენ უოტსონმა აღნიშნა, რომ თეთრი სახლი მკაცრად გმობს გემის დაკავებას.
„ჩვენ მოვუწოდებთ ირანს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს გემი და მისი საერთაშორისო ეკიპაჟი. ეს ცალსახად უნდა იყოს დაგმობილი და ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა ირანმა პასუხი აგოს თავის ქმედებებზე”, – განაცხადა უოტსონმა.
შეგახსენებთ, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტესთან ისრაელთან დაკავშირებული გემი დააკავეს. „როიტერის” ინფორმაციით, პორტუგალიის დროშის ქვეშ მცურავ საკონტეინერო გემზე 25 ადამიანი იმყოფება.