„როიტერი” - ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტესთან პორტუგალიის დროშის ქვეშ მცურავი, ისრაელთან დაკავშირებული გემი დააკავეს
„როიტერი” - ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტესთან პორტუგალიის დროშის ქვეშ მცურავი, ისრაელთან დაკავშირებული გემი დააკავეს

ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტესთან ისრაელთან დაკავშირებული გემი დააკავეს, – ინფორმაციას „როიტერი” ავრცელებს.

როგორც „როიტერი” წერს, ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალების მიერ დაკავებულია პორტუგალიის დროშის ქვეშ მცურავი საკონტეინერო გემი MSC Aries-ი. გემი ლონდონში დაფუძნებულ „ზოდიაქ მერითაიმთანაა“ დაკავშირებული. „როიტერი” წერს, რომ კომპანია „ზოდიაქ ჯგუფის“ ნაწილია, რომელსაც ისრაელელი მილიარდერი ეიალ ოფერი ფლობს.

ირანმა ჰორმუზის სრუტესთან ახლოს ისრაელთან დაკავშირებული საკონტეინერო გემის დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.
„როიტერის” ინფორმაციით, საკონტეინერო გემზე 25 ადამიანი იმყოფება.