თეთრი სახლი - აშშ-მა სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო უკრაინას, მისი ღირებულება 450 მილიონი დოლარია
აშშ-მა სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო უკრაინას, მისი ღირებულება 450 მილიონი დოლარია, – ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„პაკეტში შედის შეიარაღება და აღჭურვილობა. მათ შორის მაღალი მობილობის მქონე საარტილერიო სისტემები“, – განაცხადა კირბიმ.
ასევე პაკეტში შედის ათობით ათასი ტყვია-წამალი და საპატრული კატერები.
ეს დახმარების რიგით მეცამეტე პაკეტია, რომელიც პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინისთვის დაამტკიცა. ამრიგად აშშ-ის სამხედრო დახმარების მოცულობამ 6,1 მილიარდს მიღწია.