„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერი საპატრულო პოლიციასთან მოლაპარაკებებს მართავს
“თეთრი ხმაურის მოძრაობის” ლიდერი ბექა წიქარიშვილი, საპატრულო პოლიციასთან მოლაპარაკებებს მართავს.
როგორც აქციაზე ბექა წიქარიშვილმა განაცხადა, მასთან მივიდა საპატრულო პოლიციის უფროსი, რომელმაც დალაპარაკება სთხოვა.
„ჩვენთან მოვიდა საპატრულო პოლიციის უფროსი, მას უნდა ჩვენთან დალაპარაკება, წავუყენებთ ჩვენს მოთხოვნებს, დაველაპარაკებით. გაგაგებინებთ ყველაფერს, პროცესი იქნება საჯარო და გამჭვირვალე, აქ არაფერი თქვენს გარეშე არ გადაწყდება”, – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.
თბილისში, რუთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის გავდივართ გარეთ“ მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას ითხოვენ.