„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ავტობუსებით გაიყვანეს [ფოტო]
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ავტობუსებით გაიყვანეს. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.
აქციის მონაწილეებმა დაშლის გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მიმართვის შემდეგ მიიღეს.