თბილისის ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენლები ვარდების მოედანზე ტრანსფარანტებით მივიდნენ წარწერით “ნარკომანია გზა ჯოჯოხეთიკენ“, “ნარკომანია სიკვდილია”.
სამღვდელოების წარმომადგენლები ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებენ და ამბობენ, რომ ისინი „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქციას დაესწრებიან.
აქციის მონაწილეებმა სასულიერო პირებს ჰკითხეს, უნდა დააკავონ თუ არა ადამიანები ნარკოტიკების მოხმარებისთვის და უნდა ჩასვან თუ არა ისინი ციხეში, რაზეც მათ განაცხადეს, რომ ადამიანების დაპატიმრება არ უნდა მოხდეს.
„ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ დაგეხმაროთ, არ უნდა დააპატიმრონ და ციხეში არ უნდა ჩასვან, მაგრამ არ დავუჭერთ მხარს დეკრიმინალიზაციას და ლეგალიზებას“, – განაცხადეს სასულიერო პირებმა.
ვარდების მოედანზე “თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქცია მიმდინარეობს.