„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ აქციას მართავს 
„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ აქციას მართავს 

“ხმაური გამარჯვებისთვის”, “ამ კანონპროექტს დაიცავს ხალხი”, “ხალხთან ომი დასრულდეს” – ასეთი სლოგანით “თეთრი ხმაურისა” და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მშვიდობიან საპროტესტო აქციას მართავენ.

მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ პარლამენტმა დროულად მიიღოს და დაამტკიცოს ახალი ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტი.

“თეთრი ხმაურის” წარმომადგენლის ბექა წიქარიშვილის განცხადებით, მათი მოთხოვნები მიმართულია როგორც პარლამენტის, ისე ხელისუფლებისა და პრეზიდენტის მისამართით.

“ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს, რომ დროულად მიიღოს კანონი ნარკოპოლიტიკის შესახებ, მოვუწოდებთ ამასთანავე ხელისუფლებას, დაიწყოს პოლიციის რეფორმა, რადგან ეს ორი საკითხი ერთმანეთთან ბმაშია და ასევე მოვუწოდებთ პრეზიდენტს, შეიწყალოს ის პატიმრები, ვინც სასჯელს მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარების გამო იხდიან“, -განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.