„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქციას სახელწოდებით – „ყველა ერთისთვის“ გამართავს.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა გიორგი გიორგანაშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლება იქნება. აქციაზე ასევე ბექა წიქარიშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ.
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრები აპირებენ პეტიციით მიმართონ საქართველოს პრეზიდენტს, რათა გიორგი გიორგანაშვილი შეიწყალოს.
„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართული სასამართლო არ არსებობს, მან დემონსტრაციულად გამოიჭრა ყელი. ზოგადად, ორი პოლიციელის ჩვენების პრაქტიკა უნდა დამთავრდეს. გიორგი გიორგანაშვილი და ბექა წიქარიშვილი უნდა დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებსა და მეგობრებს. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ეს ადამიანები გათავისუფლდნენ.
აქციის მთავარი სლოგანია „ყველა ერთისათვის“ რაც ნიშნავს, რომ „ბახალა“ არ არის კონკრეტული შემთხვევა, იგი წარმოადგენს სახეს, თუ როგორ არიან ადამიანები ციხეში წლობით, ყოველგვარი ნივთმტკიცებების გარეშე.
მივმართავთ პრეზიდენტს, გათავისუფლდეს გიორგი გიორგანაშვილი, მან გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და ისევე როგორც გიორგი გიორგანაშვილი, სხვა ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული პირებიც გათავისუფლდნენ ციხიდან”, – განაცხადა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრმა ზვიად გელბახიანმა.
აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან 18:00 საათზეა დაგეგმილი.