ამერიკული მედიის ინფორმაციით, თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო.
როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები თვლიან, რომ შეტევა დაიწყო უკრაინის სამხრეთით რამდენიმე ღერძის გასწვრივ.
აშშ-ის ოფიციალური პირების აზრით, მთავარი მიზანია სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაზე სახმელეთო ხიდის გაჭრა, რომელიც აკავშირებს რუსეთს მის საოკუპაციო ძალებთან ყირიმში.
„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, როგორც ჩანს, უკრაინის სტრატეგიის ნაწილია თავდასხმა რამდენიმე ზოლის გასწვრივ, რათა მათ შეეძლოთ ძალების გადაადგილება, მათ შორის ყველაზე დიდი შესაძლებლობის სამიზნეებზე დასარტყმელად.
„ადმინისტრაციის წარმომადგენლები წახალისებული იყვნენ მოსალოდნელზე უკეთესი პროგრესით, რადგან უკრაინულმა ქვედანაყოფებმა ძლიერად დანაღმული ტერიტორიების გავლით წინ წაიწიეს გრძელი ფრონტის ზოგიერთ რაიონში ხუთიდან ათ კილომეტრამდე. ამან გააჩინა იმედი, რომ უკრაინულ ძალებს შეუძლიათ, გააგრძელონ მარიუპოლის, მელიტოპოლისა და რუსეთის მიერ კონტროლირებადი სხვა ადგილების გასწვრივ სახმელეთო ხიდის გაწყვეტა. ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ჯერ არ მიუღიათ დასკვნა, რუსეთმა დაანგრია კაშხალი თუ უკრაინამ, მაგრამ მისმა დაკარგვამ შეიძლება, უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს ორივე მხარისთვის. უკრაინისთვის ახლა უფრო რთული იქნება დნეპრის სამხრეთით წინსვლა, მაგრამ ასევე შეიძლება, უფრო რთული იყოს რუსეთის ჯარებისთვის მანევრირება და მათ მიერ დაკავებული ტერიტორიების დაცვა“, – წერს „ვაშინგტონ პოსტი“.