თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელის მიმართ ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებებს აშშ მხარს არ უჭერს
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელის მიმართ ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებებს აშშ მხარს არ უჭერს

ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელისა და „ჰამასის“ კონფლიქტში ისრაელის მიმართ ცეცხლის შეწყვეტის ამჟამინდელ მოწოდებებს მხარს არ უჭერს. ამის შესახებ განცხადება თეთრ სახლში გაკეთდა.

„ჩვენ არ გვჯერა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ახლა კარგი პასუხია. ამ დროისთვის ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ცეცხლის შეწყვეტას“, – აღნიშნა თეთრი სახლის სპიკერმა, ჯონ კირბიმ.

კირბის თქმით, აშშ დარწმუნებულია, რომ ღაზის სექტორისთვის დახმარება უახლოეს დღეებში გაიზრდება.

„პირველი ეტაპი არის 100-მდე სატვირთო მანქანის მიღება დღეში“, – განაცხადა კირბიმ და დასძინა, რომ ესეც არ იქნება საკმარისი, თუმცა არსებულ სიტუაციას მაინც გააუმჯობესებს.